P-ISSN: 2720-8354
E-ISSN:
ქართულ საისტორიო სამეცნიერო სივრცეში საგანგებოდ სტუდენტებისათვის გათვლილი აკადემიური გამოცემა უკანასკნელ პერიოდამდე არ არსებობდა. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ნაწილს გვიბიძგა გადაგვედგა ქმედითი ნაბიჯი ამ საკითხის გადასაჭრელად და სწორედ ამ მიზნით დაარსდა სრულიად ახალი ტიპის (სახის) სამეცნიერო გამოცემა, რომელიც, ერთი მხრივ, მთლიანად სტუდენტურ კვლევებზეა ორიენტირებული, მაგრამ ამის პარალელურად შეეცდება სწავლების საწყისი ეტაპიდან დანერგოს ის აკადემიური მიდგომები, რომლებიც აღიარებულია, როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ სამეცნიერო საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ ჟურნალი მყარად ადგას რეცენზირების კულტურას და შემოსული ყველა პუბლიკაცია (სტატია, აკადემიური თარგმანი თუ წყარო) რეცენზირებას გადის. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია შერეული ხასიათისაა, რაც უზრუნველყოფს გამოცემის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.
ჟურნალში იბეჭდება პუბლიკაციები საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის, ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის, არქეოლოგიისა და საისტორიო საკითხებთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებზე. ჟურნალი თავისი არსით მხარს უჭერს წარსულის ინტერდისციპლინურ და მრავალვარიანტულ გააზრებას, რაც გახლავთ ჩვენი მუშაობის მთავარი ამოსავალი წერტილი. ამასთან ჟურნალი ინარჩუნებს პრესის თავისუფლების პრინციპებს და მის ფურცლებზე გამოქვეყნებული პუბლიკაცია შეიძლება არ ასახავდეს სარედაქციო საბჭოს შეხედულებებს.